1 მაისიდან ახალი რეგულაციები ამოქმედდა – იზრდება ჯარიმები და მკაცრდება წესები

2026 წლის 1 მაისიდან ძალაში შევიდა ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომელიც რიგ სფეროში სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.

ცვლილებების მიხედვით, მკაცრდება მოთხოვნები უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებაზე – მათთვის აუცილებელი ხდება შრომითი საქმიანობის უფლების მიღება, ხოლო დამსაქმებლებს შესაბამისი ნებართვის აღება ევალებათ.

ახალი რეგულაციები ამოქმედდა ვენახის გაშენებაზეც – კომერციული მიზნით ვენახის გაშენება მხოლოდ ღვინის ეროვნული სააგენტოს თანხმობით იქნება შესაძლებელი.

ამასთან, იზრდება ჯარიმები საგზაო წესების დარღვევისთვის, მათ შორის სიჩქარის გადაჭარბების, უსაფრთხოების ღვედის არგამოყენებისა და მობილური ტელეფონის გამოყენებისთვის.

კომენტარის დატოვება

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading