,,რაც მეტი იარაღი დაიკარგებოდა, ჯავშანტრანსპორტიორი გაქრებოდა და აფეთქდებოდა, მით უფრო მეტი თანხები იქნებოდა ჩამოწერილი, ეს იყო მათი პრინციპი”-ფრიდონ ზოიძე

,,ომის დროს დემორალიზაციას ეწეოდნენ შეგნებულად. სადაც იყვნენ [ ჯარი] და სადაც დაიბომბა პოზიციები, იმ პოზიციებიდან როცა გავიდა და რამდენიმე სერიოზული დანაკლისი ჰქონდა უკვე ქართულ 250-კაციან შენაერთს, რატომ გამოხვედით, ვინ გითხრათო, ბატონი კეზერაშვილის ღრიალი იყო და თავიდან დააბრუნეს ისევ იმ ადგილზე, იმ სისხლის ტბორში ბიჭები. ეს იყო სპეციალურად მოწყობილი მახე, ეს უკვე ის ეპიზოდია, როცა სენაკის მეორე ბრიგადის ერთ-ერთი ბატალიონი ცხინვალის მისადგომებთან არის.

რაც შეიძლება მეტი საკრალური მსხვერპლი უნდა ყოფილიყო ამ ხუთდღიანი ომის პერიოდში ჯარიდან, ამას ის მათქმევინებს და მკარნახობს არათუ ინტუიცია, არამედ, ყველა ლოგიკურ ძაფს მაგასთან მივყავართ – რაც მეტი ამუნიცია, მეტი იარაღი დაიკარგებოდა, რაც შეიძლება მეტი ჯავშანტრანსპორტიორი გაქრებოდა და აფეთქდებოდა, რაც შეიძლება მეტი პიკაპი, ჯიპი, ტექნიკა და სამხედრო აღჭურვილობა დაიკარგებოდა, მით უფრო მეტი თანხები იქნებოდა ჩამოწერილი. “ომი ყველაფერს ჩამოწერს” – ეს იყო მათი პრინციპი და გაათეთრებდნენ უზარმაზარ თანხებს. ამას ვფიქრობ და ამიტომ სჭირდებოდათ ბევრი მსხვერპლი.” – განაცხადა ფრიდონ ზოიძემ

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading