უაქციზო თამბაქოს ნაწარმის უკანონო შენახვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური-ის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის – აქციზური მარკის გარეშე – შენახვის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, შემდგომი რეალიზაციისა და მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, თბილისი-ში, მის საკუთრებაში არსებულ მიკროავტობუსში ინახავდა „Multi Tabak“-ის, „Multi Class“-ისა და „Armenia“-ს დასახელების 31 810 კოლოფ უაქციზო სიგარეტს. ამოღებული საქონლის საერთო საბაზრო ღირებულება 159 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საგამოძიებო სამსახური აგრძელებს მუშაობას დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირების დადგენისა და მხილების მიზნით.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading