„ოცნების ქალაქის“ მშენებლობის პროექტი, ისტორიული მნიშვნელობისაა”-მიხეილ სარჯველაძე
„ოცნების ქალაქის“ მშენებლობის პროექტი, ისტორიული მნიშვნელობისაა. ეს არის პროექტი, რომელიც აჩვენებს ხელისუფლების პასუხისმგებლობიან დამოკიდებულებას სწორედ სოციალური მიმართულებით, ადამიანებზე ზრუნვის მიმართულებით, რაც არის რა თქმა უნდა მთავარი დამახასიათებელი, მთავარი ნიშან-თვისება დღევანდელი ხელისუფლების.
ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ახლა ქალბატონი მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ის არის, რომ შეწყვიტოს პროტესტის ეს ფორმა და შესაბამისად, დაუბრუნდეს კვებას. ეს იქნებოდა მისი ჯანმრთელობისთვის ყველაზე საუკეთესო გამოსავალი და ამ რჩევას, რა თქმა უნდა, კვლავაც მის გასაგონადაც გავიმეორებ. რაც შეეხება მზია ამაღლობელის ამჟამინდელ მდგომარეობას, ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასთან დაკავშირებით ე.წ. საფრთხეებზე საუბარი, ასეთი ტიპის განცხადებები ზოგიერთი ექსპერტისგან, ზოგიერთ შემთხვევაში ჟურნალისტებისგან, მომრავლდა ბოლო ხანებში. იმდენად დაუსაბუთებელია ასეთი განცხადებები, ეს არ იქნებოდა საყურადღებო, რომ არა ერთი ფაქტორი – ჯანდაცვაზეა საუბარი, ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ეხება. შესაბამისად, უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის მტკნარი ტყუილი. არავითარი ნიშანი არ არსებობს საიმისოდ, რომ რაიმე შეფერხება შეიძლება არსებობდეს ჯანდაცვის სისტემის გამართულად ფუნქციონირების თვალსაზრისით. ყველაფერი რაც დაგეგმილია, ბუნებრივია ხორციელდება გეგმის გათვალისწინებით. საქართველოს ჯანდაცვა რა თქმა უნდა კვლავაც განაგრძობს შემდგომ განვითარებას.

ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.