ვეტერანებისთვის სახელმწიფო სერვისებზე შეღავათები გაფართოვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს განცხადებას, რომლის თანახმადაც, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო-სა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო-სთან თანამშრომლობით, საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში განხორციელდა ცვლილება (18.12.2025 №553).

ცვლილების მიხედვით, გაფართოვდა სააგენტოს მომსახურებებზე ვეტერანთათვის გათვალისწინებული შეღავათი – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები გათავისუფლდნენ საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის საფასურის გადახდისგან.

🔴 ამასთან, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის საფასურისგან თავისუფლდებიან:
☑️ საბრძოლო მოქმედებების შშმ ვეტერანები – სრულად;
☑️ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები – 50%-ით.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური დამატებითი შეღავათების დაწესების მიზნით შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობას აგრძელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading