ტერორისგან თავისუფლებით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სარეიტინგო პოზიციაზეა

საერთაშორისო შემფასებელმა ორგანიზაციამ და ანალიტიკურმა ცენტრმა, ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტმა (IEP)მსოფლიო ტერორიზმთან დაკავშირებით მორიგი გლობალური ანგარიში გამოაქვეყნა. 2025 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველომ სარეიტინგო პოზიცია 6 ადგილით გაიუმჯობესა და ტერორის ნულოვანი დონით, საუკეთესო, ანუ ბოლო, მე-100 ადგილზე გავიდა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანასთან ერთად. ამასთან, საქართველო ტერორისგან თავისუფლებით ევროპაში პირველ ადგილზეა, სხვა საუკეთესო 11 ქვეყანასთან ერთად თანაბარი შეფასებით.

საქართველო ტერორისგან თავისუფლებით უსწრებს დიდი შვიდეულის ყველა ქვეყანას, ნატოს და ევროკავშირის წევრ 20-ზე მეტ სახელმწიფოს.

ორგანიზაციის შეფასებით, საქართველო 2012 წელს მსოფლიო რეიტინგში 41-ე ადგილს იკავებდა.

წყარო:ქართული ოცნება / Georgian Dream

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading