ტაძარში მოგვივარდნენ, მოღალატეებო და ქვეყნის მტრებო გამოდითო-დეკანოზი შალვა კეკელია
„ჩვენ გვეძახიან ქვეყნის მოღალატეებს. რატომ მეძახიან მოღალატეს? ეკლესიასა და პატრიარქს აგინებენ. კომუნისტების დროს ხდებოდა ეკლესიაში მოვარდნა, მღვდლების ტაძრებიდან გამოყვანა, დახვრეტა, ზუსტად ეგ იყო. ქუჩაში დადგნენ და გვეძახიან, „მოღალატე, გამოდი“. წარმოიდგინეთ, ტაძარში გივარდება, გიყვირიან და გეუბნებიან, გამოდი გარეთ, შე მოღალატე, ქვეყნის მეტრო. ამით რას აღწევთ, ამით რა უნდა მივიღოთ? ეკლესიის გმობით, პატრიარქის გინებით, ტელევიზიების ეთერში პატრიარქს აგინებდნენ, ლანძღავდნენ, არავის ამოუღია ხმა.
იმ კუბოსთან დაკავშირებით, საიტზე პირდაპირ წერია, ის ჩინური კუბო არის იესო ქრისტეს გამოსახულებით. მე არ მინდა, დავიჯერო, რომ ეს შეგნებულად გააკეთეს მათ, მაგრამ თუ ადამიანმა ეს შეგნებულად გააკეთა, ეს არის მტრობა“, – აღნიშნა დეკანოზმა.