შაბათს მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტად აირჩევენ

13.12.2024

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, პარლამენტის რამდენიმე მოწვევის წევრი მიხეილ ყაველაშვილი შაბათს, 14 დეკემბერს, საქართველოს მე-6 პრეზიდენტი გახდება. ის სახელისუფლებო პარტია “ქართულმა ოცნების” კანდიდატია.

მიხეილ ყაველაშვილი 1971 წლის 22 ივლისს, ბოლნისში დაიბადა. საფეხბურთო კარიერა თბილისის “ლოკომოტივში” დაიწყო, რასაც თბილისის “დინამო”, “სამტრედია” და ვლადიკავკაზის “სპარტაკი”(შემდეგში ალანიას წევრიც იყო) მოჰყვა.

1996 წლის 1-ელ იანვარს მიხეილი “მანჩესტერ სიტის” რიგებში ჩაირიცხა. ის “გრასჰოპერში” იჯარით გაუშვეს,ამის შემდეგ კი სხვადასხვა შვეიცარიულ კლუბებში თამაშობდა – “ლუცერნი”, “სიონი”, “აარაუ”, “ბაზელი” და “ციურიხი”. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ყაველაშვილმა 46 შეხვედრაში მეტოქეთა კარი ცხრაჯერ აიღო

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading