სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარისა და ქვემო ქართლის დეპარტამენტების ინსპექტორებმა რეგიონებში ცხოველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს

სააგენტოს ინფორმაციით, აჭარასა და გურიაში ფიზიკური პირი ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე კლავდა მსხვილფეხა საქონელს და ხორცს რეალიზაციას უკეთებდა. ასევე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში ინდმეწარმე კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოზე მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვს კლავდა და ყიდდა.

ორივე შემთხვევაში სამართალდამრღვევები დაჯარიმდნენ, ხოლო ამოღებული ხორცი კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდა.

სააგენტო განმარტავს, რომ ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას და ზრდის ზოონოზური დაავადებების გავრცელების რისკს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading