თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
შეხვედრები გაიმართა წინწყაროს, დურნუკის, ხაიშის, სამშვილდის, ჭივჭავისა და ირაგის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში.
მუნიციპალიტეტის მერი მიხეილ აფციაური, პირველ მოადგილე ლევან ხმალაძესა და მოადგილე რამაზ გულბანისთან ერთად, დიდ და პატარა ირაგაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო.
მოსახლეობამ 2026 წელს პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტები დაასახელა.