სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსა და Erasmus+-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, პოლიტიკის დიალოგის შეხვედრა გაიმართა

ღონისძიება ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ბააკაშვილმა გახსნა. შეხვედრას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, პროფესიული კოლეჯებისა და სახელმწიფო სააგენტოების წარმომადგენლები, ახალგაზრდული მუშაკები – საქართველოდან, უკრაინიდან და სომხეთიდან ესწრებოდნენ.

პროექტი – „Youth Employability Skills“ მიზნად ისახავს ახალგაზრდების უნარების გაძლიერებას მათი შემდგომი დასაქმებისთვის, ახალგაზრდული მუშაკების ტრენერებად და მენტორებად გადამზადებას. აგრეთვე, ახალგაზრდული ორგანიზაციების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, დასაქმების სააგენტოებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ქსელის შექმნას, რაც დაეხმარება დაინტერესებულ მხარეებს საერთო საგანმანათლებლო რესურსების გამოყენებაში, გამოცდილების გაზიარებასა და პოლიტიკის დიალოგის ჩამოყალიბებაში.

📋 ინფორმაციისთვის: პროექტის ფარგლებში 20 ახალგაზრდული მუშაკი გადამზადდება, რომლებიც ტრენინგების შემდეგ, მუნიციპალიტეტებში განახორციელებენ ახალგაზრდულ პროექტებს, გადაამზადებენ სფეროში ჩართულ სპეციალისტებსა და ახალგაზრდებს. პროექტი მოიცავს საერთაშორისო ვიზიტსაც ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, რომელიც ახალგაზრდულ მუშაკებს მისცემს დამატებით შესაძლებლობას მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება და გაეცნონ ახალგაზრდული მუშაობის საერთაშორისო პრაქტიკებსა თუ სწავლების მეთოდოლოგიებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading