სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ბათუმმა კურაშის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა

საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ბათუმში კურაშის ევროპის ჩემპიონატი გაიმართა. კონტინენტის პირველობაზე მონაწილეობა 20 ქვეყნის 212 ათლეტმა მიიღო, საქართველოს ღირსებას კი ტურნირზე 59 სპორტსმენი იცავდა.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 41 მედალი მოიპოვა: 15 ოქროს, 9 ვერცხლის, 17 ბრინჯაოს. კონტინენტის პირველობაზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს საქართველოს სენიორ მამაკაცთა ნაკრებმა, კადეტმა და იუნიორმა ბიჭებმა, კადეტ გოგონებს კი გუნდური მეორე ადგილი ერგოთ.

კონტინენტის პირველობის გახსნის ცერემონიას სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, უზბეკეთის სპორტის მინისტრი ადხამ იკრამოვი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ბათუმმა ასევე უმასპინძლა კურაშის ევროპის კონფედერაციის კონგრესს, რომელზეც გაიმართა კონფედერაციის აღმასკომის არჩევნები და შემუშავდა ოთხწლიანი გენერალური გეგმა. ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში ასევე მოეწყო სემინარი კურაშის მსაჯებისა და მწვრთნელებისთვის.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading