გარდაბანში სახელმწიფო ენის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში სახელმწიფო ენის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება მოეწყო.
ღონისძიების ფარგლებში მოწვეულმა სტუმარმა, ისტორიკოსმა, მწერალმა და პოეტმა ერეკლე საღლიანმა, ისაუბრა ქართული ენის ისტორიაზე და როლზე ეროვნულ თვითშეგნებაში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებზე, როდესაც ქართველი ხალხი ერთად დაუდგა ენის სახელმწიფო სტატუსის დაცვას.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ლევან დევდარიანის სახელობის ქალაქ გარდაბნის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, რომლებმაც წაიკითხეს თემატური ლექსები.
ღონისძიებას დაესწრნენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლევან ხმალაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

