სპორტის მინისტრმა საქართველოს მშვილდოსანთა ნაკრების წევრებს ისტორიული გამარჯვებები მიულოცა
საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ საქართველოს მშვილდოსანთა ნაკრების წევრებს ევროპის გრან-პრიზე და ევროპის თასზე მიღწეული წარმატებები მიულოცა. შალვა გოგოლაძემ სპორტსმენებს მომავალ ასპარეზობებში წარმატება უსურვა და მხარდაჭერა აღუთქვა.
ევროპის გრან-პრის პირველ ეტაპზე ალექსანდრე მაჭავარიანისა და მედეა გვინჩიძის წყვილმა ჩემპიონობა იზეიმა, რაც ისტორიული შედეგია.
ევროპის თასზე კი საქართველოს მშვილდოსან გოგონათა ახალგაზრდულმა ნაკრები – ანა ბოლოკაძის, ნია გათენაძისა და ელენიკა ეფრემიძის შემადგენლობით – ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. გოგონათა ნაკრებმა ევროპის თასზე მედალი პირველად მოიპოვა.
ქართველი მშვილდოსნები ევროპის თასსა და გარნ-პრიზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.




