გარდაბნის მუნიციპალიტეტში ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემები საირიგაციო მომსახურების ახალი ტარიფი და სარწყავი სეზონის ორგანიზება იყო. მხარეებმა ასევე იმსჯელეს სახელმწიფოს სუბსიდირების მექანიზმებსა და დაგეგმილი ცვლილებების გავლენაზე აგროსექტორზე.
შეხვედრაზე ფერმერებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს როგორც მიმდინარე სიახლეებზე, ასევე საირიგაციო სისტემების ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობებზე.