სპორტის მინისტრმა საქართველოს ყინულის ჰოკეისტთა ეროვნულ ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დივიზიონში მიღწეული წარმატება მიულოცა
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ყინულის ჰოკეისტთა ნაკრებს შეხვდა. მინისტრმა ნაკრების წევრებს მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დივიზიონში მიღწეული წარმატება მიულოცა და მათ მომავალშიც წარმატებული ასპარეზობა უსურვა.
საქართველოს ნაკრებმა ახალ ზელანდიაში მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დივიზიონის B ჯგუფის ყველა მატჩი მოიგო და ტურნირი პირველ ადგილზე დაასრულა, შედეგად საქართველოს ნაკრები მომავალი წლიდან მეორე დივიზიონის A ჯგუფში ითამაშებს. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში მასპინძელი ახალი ზელანდია, ბულგარეთი, ტაილანდი და ჩინეთის ტაიპეი დაამარცხა.
საქართველოს ნაკრები ახალ ზელანდიაში სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდა.