ლაშა ტალახაძის, გენო პეტრიაშვილისა და ილია სულამანიძის მხარდაჭერითN10 პენიტენციურ დაწესებულებაში სპორტსმენების ფინანსური მხარდაჭერით ჟოლოს ბაღი გაშენდება
N10 პენიტენციურ დაწესებულებაში 1500 კვ/მ მიწის ფართობზე ჟოლოს ბაღი გაშენდება.
პროექტის ფარგლებში, ჟოლოს ბაღში მსჯავრდებულები დასაქმდებიან, რაც მათ ეკონომიური მდგომარეობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. პროდუქციის რეალიზაცია სხვადასხვა ქსელურ მარკეტში მოხდება და მიღებული შემოსავალი მსჯავრდებულებს ხელფასის სახით ჩაერიცხებათ.
მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორი თამთა დემურიშვილი ლაშა ტალახაძეს, გენო პეტრიაშვილსა და ილია სულამანიძეს ცენტრის მიერ განხორციელებული სხვა პროექტების შესახებაც ესაუბრა და მაღაზია „რე-მარკეტიც“ დაათვალიერებინა.




