სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი სპორტულ-სამეჯლისო ცეკვებში საერთაშორისო ტურნირს „კავკასიის თასი – 2025“ დაესწრო

საქართველოს სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი სპორტულ-სამეჯლისო ცეკვებში „კავკასიის თასი – 2025“-ის 30-ე საიუბილეო საერთაშორისო ტურნირს დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში ირაკლი მეძმარიაშვილი შეხვდა მსოფლიოს სპორტული ცეკვების ფედერაციის (WDSF) გენერალურ მდივანს სერგეი ნიფონტოვს. შეხვედრას საქართველოს სპორტული ცეკვების ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გაჩეჩილაძე და გენერალური მდივანი ლელო ჩქარეული ესწრებოდნენ. მხარეებმა საქართველოში სპორტული ცეკვების განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

ლათინურ-ამერიკული ცეკვების სოლო პროგრამის გოგონათა იუნიორი 2-ის ქვეჯგუფში გამარჯვებული ნინი გამხუაშვილი გახდა. ამ კატეგორიაში ქართველმა მოცეკვავემ გამარჯვება ისტორიაში პირველად მოიპოვა. გამარჯვებულები კი ირაკლი მეძმარიაშვილმა და ფედერაციის წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.

„კავკასიის თასი – 2025“ 16 მაისს დაიწყო. ღონისძიება ლათინურ-ამერიკული ცეკვების პროგრამით 2025 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს მოიცავს, კერძოდ – გოგონების სოლო ასპარეზობებს იუნიორი 2-ისა და ახალგაზრდების ქვეჯგუფებში. ტურნირის ფარგლებში ასევე გაიმართა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი უფროსებს შორის.

საერთაშორისო ტურნირი საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 1500-ამდე მოცეკვავე-ათლეტი მონაწილეობს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading