სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, გასულ ღამეს ვაკეში მოკლული პირი ე.წ კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმა, ლევან ჯანგველაძეა
როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოებით ირკვევა, მას ჭავჭავაძის გამზირზე, ქვეითთა გადასასვლელთან რამდენჯერმე ესროლეს.
არსებული ინფორმაციით, ლევან ჯანგველაძე თბილისში რამდენიმე დღით იყო ჩამოსული და ის დაცვის თანხლებით გადაადგილდებოდა.