სოფო კილაძე გაერო-ს ბავშვის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს
„წილად მხვდა პატივი, არჩეულ ვიყო გაერო-ს ბავშვის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარედ. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა ყველა კოლეგას, რომელმაც ნდობა გამომიცხადა. ამ ურთულეს პერიოდში გავაკეთებ ჩემს მაქსიმუმს მსოფლიოს და საქართველოს ბავშვებისთვის. მიხარია, რომ ჩვენი სამშობლოს, საქართველოს წარმომადგენელს დაეკისრა ეს დიდი პასუხისმგებლობა“, – სოფო კილაძე სოციალურ ქსელში წერს.
