მარნეულელმა მორაგბემ, საბა ნოზაძემ საფრანგეთის ელიტურ დივიზიონში გადაინაცვლა

საბა ნოზაძემ, რომელიც, მარნეულის სპორტული სკოლის სარგბო კლუბ “მარნეულის არმაზის” აღსაზრდელი იყო, კარიერაში უდიდესი ნაბიჯი გადადგა და ხელი მოაწერა ორწლიან კონტრაქტს საფრანგეთის ერთ-ერთ ელიტურ კლუბთან “ნევერთან” რომელიც ქვეყნის უმაღლეს დივიზიონში ასპარეზობს.

ნოზაძემ რაგბის თამაში 8 წლის ასაკში დაიწყო და საქართველოს ყველა ასაკობრივი კატეგორიის ნაკრებში ირიცხებოდა, ამჟამად ის საქართველოს 18 წლამდე ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული წევრია.

ეს წარმატება განსაკუთრებულად საამაყოა როგორც კლუბ „მარნეულის არმაზისთვის“, ასევე მთლიანად მარნეულის მუნიციპალიტეტისათვის. იმედია, საბას წარმატება გახდება მისაბაძი მაგალითი მომავალი ახალგაზრდა მორაგბეებისათვის.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლა/Marneuli Municipality Sportschool

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading