პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გოჩა ენუქიძე აირჩიეს
პარლამენტის რეგლამენტის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გოჩა ენუქიძის კანდიდატურა კომიტეტს ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ წარუდგინა.
კომიტეტის წევრებმა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გოჩა ენუქიძის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი.