სიახლე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში
2025 წლის 3 ივნისიდან, ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან საფრანგეთის ქალაქ ლიონის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს.
ახალი მიმართულება განსაკუთრებით ფეხბურთის მოყვარულებსა და გიორგი მიქაუტაძის გულშემატკივრებს გაახარებს – პირდაპირი რეისი საშუალებას გაძლევთ ქართველი ფეხბურთელის მატჩებს „ლიონის“ საშინაო სტადიონზე დაესწროთ, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა.
რეისები კვირაში ორჯერ – სამშაბათსა და შაბათს შესრულდება.
ინფორმაციას Kutaisi International Airport ავრცელებს.