აზერბაიჯანმა უკრაინას მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარება გადასცა
აზერბაიჯანმა უკრაინას მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარება გადასცა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულ ფართომასშტაბიანი ომს არაერთხელ უწოდა „დიდი ტრაგედია ორივე ხალხისთვის“. მან ასევე არაერთხელ გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წლის ბოლოს აზერბაიჯანის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარების ღირებულება დაახლოებით 40 მილიონ დოლარს შეადგენს. ამასთან, ბაქომ უარი თქვა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე.
ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.