სახელმწიფო სანომრე ნიშნების რეგისტრაცია ოჯახის წევრებზე
ფიზიკური პირის სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალების ფასიანი სახელმწიფო სანომრე ნიშნის გადაცემა შესაძლებელია ოჯახის წევრებზე – მეუღლეზე, მშობელზე ან შვილზე.
სახელმწიფო სანომრე ნიშნის ავტომობილზე რეგისტრაციის მიზნით, აუცილებელია წარმოდგენილი იყოს შესაბამისი დოკუმენტები: ქორწინების მოწმობა (მეუღლის შემთხვევაში) ან დაბადების მოწმობა (მშობლის ან შვილების შემთხვევაში).
