რუსთავში აქტიურად მიმდინარეობს გზების და შიდა ეზოების რეაბილიტაცია

რუსთავის ჭყონდიდელის უბანში მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურისა და შიდა ეზოების მოწესრიგების სამუშაოები.
🛣 პროექტის ფარგლებში:
ასფალტის ახალი საფარი დაიგება გრანელის, გიორგაძისა და ჯავახიშვილის ქუჩებზე;
განახლდება 11 შიდა ეზო და კვარტალური გზები;
სამუშაოების შედეგად სულ მოწესრიგდება 21 400 კვ.მ. ფართობი.
💡 მნიშვნელოვანი დეტალები:

სამუშაოების დაწყებამდე მთლიანად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები და სანიაღვრე ქსელი;
ახლა მიმდინარეობს ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგება;
პროექტში გათვალისწინებულია ბორდიურებისა და ტროტუარების მოწყობაც.
💰 ბიუჯეტი:
პროექტის საერთო ღირებულება – 848 140 ლარი;
ფინანსდება ცენტრალური ბიუჯეტიდან.
🏗 მიმდინარე წლის განმავლობაში რუსთავში ახალ საგზაო ინფრასტრუქტურას მოიცავს ჯამში 65 000 კვ.მ. ფართობზე.
