რუსთავიში სანაპიროს ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა დაიწყო
რუსთავში ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა კიდევ ერთ ლოკაციაზე – სანაპიროს ქუჩაზე დაიწყო.
პროექტის ფარგლებში, 3 300 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგება ასფალტის სამფენიანი საფარი. ასევე მოეწყობა სანიაღვრე სისტემა და დაიგება დაწნეხილი ფილებით მოპირკეთებული ტროტუარები.
სამუშაოები ითვალისწინებს გარე განათების ახალი ქსელის მონტაჟსაც.
პროექტის სრული ღირებულება 5 მილიონ 834 ათასი ლარია და ის ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება.