,,სახელმწიფო ვალდებულია, საკუთარი ქვეყანა, ნებისმიერი პოლიტიკური გემოვნების მოქალაქე დაიცვას რასაც ჰქვია ფულის ჩასხმა დესტაბილიზაციის პროექტებში”-გიორგი ვოლსკი
„ფარა“ საკმაოდ კარგი კანონია, რომელიც არის ის, რაც სჭირდება დემოკრატიულ სამყაროს იმისათვის, რათა დაიცვას საკუთარი სახელმწიფო. სახელმწიფო ვალდებულია, საკუთარი ქვეყანა, ნებისმიერი პოლიტიკური გემოვნების მოქალაქე დაიცვას რასაც ჰქვია ფულის ჩასხმა დესტაბილიზაციის პროექტებში. აქედან გამომდინარე ამერიკის შეერთებული შტატების კანონი არის ზედმიწევნით შესაბამისი იმ ინტერესებთან, რაც გააჩნია სახელმწიფოს“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ამერიკული „ფარას“ კანონის მსგავსი კანონპროექტის შესახებ, რომელსაც „ქართული ოცნება“ დააინიცირებს.