საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერმა ნინო წილოსანმა გრანტების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები შეაფასა
„ვათვითცნობიერებთ, რომ ამ სექტორს თავისი კეთილშობილური იდეების, პროექტების განსახორციელებლად სჭირდება დაფინანსება და ამ დაფინანსების მოძიებისთვის ისინი არ უნდა ემსახურებოდნენ სხვა ქვეყნების გარკვეულ გავლენებს. საგრანტო პროგრამა, რომელსაც მთავრობა გამოსცემს, იქნება ყველა იმ კეთილსინდისიერი არასამთავრობო ორგანიზაციის მხარდასაჭერად, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესს გაატარებს, რომელიც ემსახურება იმ მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებს, რომლებზეც აუცილებლად უნდა იზრუნოს სწორედაც რომ სამოქალაქო სექტორმა“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინი წილოსანმა ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლებრივ კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების შესახებ.