სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაარსებიდან 31 წელი შეუსრულდა
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურს პროფესიული დღე საზეიმოდ მიულოცეს:
- საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ,
- საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა,
- საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის (სდსს) დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ხაზგასმით აღნიშნა სამსახურის განსაკუთრებული როლი ქვეყნის უსაფრთხოების არქიტექტურაში. მთავრობის მეთაურმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად, სამსახურის ხელმძღვანელს ანზორ ჩუბინიძეს და პირად შემადგენლობას პროფესიული დღე მიულოცა.
,,ფასდაუდებელია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის როლი სახელმწიფო სისტემის სტაბილური და უსაფრთხო ფუნქციონირების საქმეში.”-აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.
„თქვენ იცავთ ინსტიტუტებს, რომლებზეც ჩვენი სახელმწიფო დგას. იცავთ ქართულ სახელმწიფოებრიობას – ჩვენს სუვერენიტეტს, კონსტიტუციურ წესრიგსა და უსაფრთხოებას. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური დღეს წარმოადგენს ძლიერ და თანამედროვე ინსტიტუტს, რომელიც სრულყოფილად ფარავს უსაფრთხოების ყველა ასპექტს. თქვენი მისიაა, იზრუნოთ არა მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირების, არამედ სტრატეგიული ობიექტებისა და დიპლომატიური მისიების დაცვაზე,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
,,საქართველოს პარლამენტის სახელით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ და ყოფილ წევრებს, კიდევ ერთხელ, გულითადად გილოცავთ 31-ე წლისთავს და გიდასტურებთ ჩემს დიდ პატივისცემასა და მხარდაჭერას.”-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
საქართველოს პარლამენტის სახელით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ და ყოფილ წევრებს, კიდევ ერთხელ, გულითადად გილოცავთ 31-ე წლისთავს და გიდასტურებთ ჩემს დიდ პატივისცემასა და მხარდაჭერას.
ირაკლი კობახიძემ ანზორ ჩუბინიძის პირადი წვლილი სამსახურის გაძლიერებაში განსაკუთრებულად აღნიშნა და მადლობა გადაუხადა მუდმივი პროფესიონალიზმისა და თავდადებისთვის.
ღონისძიების ფარგლებში, სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე პრეზიდენტის მიერ „ღირსების ორდენით“ დაჯილდოვდა – სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის. ასევე, მედლით „მხედრული მამაცობისთვის“ გამოარჩიეს გრიგორი ურიდია, ჯაბა გამჯაშვილი, თორნიკე ჯანელიძე, ზურაბ დარბაისელი და ალექსანდრე ქურდაძე, ხოლო „ღირსების მედალი“ გადაეცათ ილია შუბითიძეს, ლევან ცეცხლაძეს, ირაკლი ნათენაძესა და გიორგი ნატრაძეს.
- სამსახურის დაარსებიდან სამი ათწლეულის შემდეგ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ჩამოყალიბდა როგორც უმნიშვნელოვანესი რგოლი ქვეყნის უსაფრთხოების მექანიზმში. მათი ყოველდღიური საქმიანობა – ხილული თუ უხილავი – ემსახურება სახელმწიფო ინსტიტუტების სტაბილურ ფუნქციონირებას და საბოლოოდ, თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას. პროფესიონალიზმი, ერთგულება და უპრეცედენტო ერთიანობა სწორედ ის საფუძველია, რაზეც ძლიერი და სუვერენული სახელმწიფო შენდება.
.




