სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ახალ დიოკნისში ადგილობრივებს შეხვდა

4 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ დიოკნისს ეწვია და ადგილობრივებს შეხვდა. სოფელში დაახლოებით 90 კომლი ცხოვრობს, რომლებიც 35 წლის წინ აჭარიდან ჩამოსახლდნენ.
მოსახლეობამ ძირითად პრობლემებად დაასახელა მიწის რეგისტრაციის სირთულეები, წყლის მიწოდება, შიდა გზების მდგომარეობა, საბავშვო ბაღისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობა. განსაკუთრებით აღინიშნა ავარიული სპორტული მოედნის საკითხი, რომელიც ბავშვებისთვის საფრთხის შემცველია.


სახალხო დამცველი პრობლემებს შესაბამის უწყებებთან გააჟღერებს და მათი გადაჭრის გზებზე იმუშავებს.
