ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის რამდენიმე ფაქტი აღიკვეთა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის რამდენიმე შემთხვევა გამოავლინეს.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 91,094 ლარი შეადგინა.

სამართალდარღვევასთან დაკავშირებით, ორი მოქალაქის საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

კიდევ სამი პირი კი, საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის საფუძველზე, ჯამში 30,641 ლარით დაჯარიმდა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading