კომერციული მოსყიდვისა და ფსიქოტროპული რეცეპტების გასაღების ფაქტზე ერთი პირი კახეთში დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, კახეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, კომერციული მოსყიდვისა და ფსიქოტროპული ნივთიერების რეცეპტების უკანონოდ დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

გამოძიების მიხედვით, დაკავებული კახეთში მოქმედი კერძო ფსიქო-დიაგნოსტიკური ცენტრის დირექტორი იყო. ის ფულადი სარგებლის სანაცვლოდ, შესაბამისი სამედიცინო შემოწმების გარეშე, სისტემატურად გასცემდა ფსიქოტროპული პრეპარატების შესაძენად განკუთვნილ რეცეპტებს.

ბრალდებული დაკავებულ იქნა მორიგი რეცეპტის გასაღების დროს.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-3 და 268-ე მუხლის მე-2 ნაწილებით, რაც 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური განაგრძობს აქტიურ მუშაობას მსგავსი დანაშაულების გამოსავლენად და აღსაკვეთად.

    Leave a Reply

    თარგმნეთ »

    Discover more from Region News

    Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

    Continue reading