ევრობასკეტის მერვედფინალზე – მთავრობა გულშემატკივრებისთვის ჩარტერულ რეისებს დაასუბსიდირებს

საქართველოს მთავრობა ევრობასკეტის მერვედფინალზე დასასწრებად საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებს ჩარტერული რეისების ღირებულებას ნაწილობრივ აუნაზღაურებს.

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, სუბსიდირებული ავიაბილეთის (ცალმხრივი) ფასი 195 ევრო იქნება. ბილეთების შეძენა 5 სექტემბერს, 15:00 საათიდან, შესაძლებელი იქნება ონლაინ პლატფორმაზე – tkt.ge.

განსაზღვრული რეისების გრაფიკია შემდეგი:

  • 7 სექტემბერი: თბილისი–რიგა (გამოფრენა – 07:00 / ჩასვლა – 10:25)
  • 8 სექტემბერი: რიგა–თბილისი (გამოფრენა – 19:00 / ჩასვლა – 00:30)

სუბსიდირება მიზნად ისახავს ქართველ გულშემატკივრებს მხარი დაუჭირონ ეროვნული გუნდისთვის ევროპის ჩემპიონატის გადამწყვეტ ეტაპზე.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading