საქართველო-აზერბაიჯანს შორის სამგზავრო-სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის საკითხზე დიალოგი გრძელდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი თბილისში აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელს, როვშან რუსტამოვს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო-სამგზავრო მიმოსვლის აღდგენის ინიციატივასთან დაკავშირებული ტექნიკური დეტალები განიხილეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი, „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე და „მარაბდა-კარწახის“ რკინიგზის ხელმძღვანელი ლევან კანკავა.

მარიამ ქვრივიშვილმა აზერბაიჯანის მხარეს მადლობა გადაუხადა ოპერატიული თანამშრომლობისთვის და გამოთქვა იმედი, რომ მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში კონკრეტული გადაწყვეტილებით დასრულდება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading