საქართველოში უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ღონისძიებები გრძელდება – ქვეყნიდან 25 უცხოელი გააძევეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების კოორდინაციით, უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ მიმართული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოდან 25 უცხო ქვეყნის მოქალაქის გაძევება განხორციელდა.

ქვეყნიდან გაძევებულ პირთა შორის არიან აზერბაიჯანის, ეგვიპტის, თურქეთის, ინდოეთის, იორდანიის, ირანის, ნიგერიის, პაკისტანის, რუსეთის, სომხეთისა და ჩინეთის მოქალაქეები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა აეკრძალათ.

მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს უწყებას, რომელიც საქართველოში უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზეა პასუხისმგებელი. მისი ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა ქვეყანაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და გაძევების პროცედურის განხორციელება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading