საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს – 6 თვეში თითქმის 2 მილიარდი დოლარი

2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან 1.97 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 3.8%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და რეკორდულ მაჩვენებლად ითვლება.

ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები მნიშვნელოვნად აღემატება პანდემიამდელ დონესაც – 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 35.4%-ით გადააჭარბა.

მხოლოდ მეორე კვარტალში (აპრილი-ივნისი), ტურიზმიდან შემოსავალმა 1.145 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 5%-ით მატებაა.

შემოსავლების ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა ტურისტების ძირითადი გამომგზავნი ბაზრებიდან, მათ შორის:

  • ისრაელიდან – ზრდა 66.4 მლნ აშშ დოლარით (37.9%) და ჯამურად 241.9 მლნ აშშ დოლარი;
  • ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ქვეყნებიდან – ზრდა 30.7 მლნ აშშ დოლარით (12.5%) და ჯამურად 277.0 მლნ აშშ დოლარი;
  • აზერბაიჯანიდან – ზრდა 24.1 მლნ აშშ დოლარით (30.7%) და ჯამურად 102.6 მლნ აშშ დოლარი;
  • საუდის არაბეთიდან – ზრდა 6.2 მლნ აშშ დოლარით (18.9%) და ჯამურად 38.8 მლნ აშშ დოლარი;
  • სომხეთიდან – ზრდა 1.8 მლნ აშშ დოლარით (2.8%) და ჯამურად 66.0 მლნ აშშ დოლარი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით , ზრდის ტენდენცია დადებითად აისახება როგორც ქვეყნის ეკონომიკაზე, ასევე სერვისების სექტორის განვითარებაზე.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading