საქართველოს საზღვარზე დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანის მცდელობა აღკვეთეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, აღკვეთეს დიდი ოდენობით ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების უკანონო შემოტანის მცდელობა.
🔹 ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ხელბარგის შემოწმების შედეგად, საერთო ჯამში 427 კაფსულა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული მედიკამენტი გამოვლინდა.
🔹 საქმეზე მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შსს-ს შესაბამის სამსახურს გადაეცა.