თბილისში ფიზიკური დაზიანების ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, 1991 წელს დაბადებული ნ.ფ. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.ფ.-მ კონფლიქტის ნიადაგზე ფიზიკური დაზიანება მიაყენა ს.ქ.-ს, შემთხვევის ადგილიდან გაიქცა, ხოლო დაშავებული კლინიკაში მოათავსეს.
🔹 დაკავება მოხდა ცხელ კვალზე
🔹 დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
🔹 გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით მიმდინარეობს