გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის – ლევან ნიჟარაძის ხელმძღვანელობით კომისიის სხდომა ჩატარდა

 სხდომაზე კომისიის წევრებმა, დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები განიხილეს და ხმათა უმრავლესობით, ბიუროსა და საკრებულოს მორიგ, გეგმურ სხდომაზე განსახილველად დადებითად გადაწყვიტეს.

 ეს საკითხებია:

1. „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხი.
2. საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 54-ე მუხლის, პირველი ნაწილის ,,გ“ პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს კანონის ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 86-ე მუხლის შესაბამისად წარმოდგენილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის საკითხი.

 საფინანსო საბიუჯეტო კომისიის სხდომას, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი – შალვა გურულიშვილი დაესწრო.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading