საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები, ამ კონტექსტში საუბარი შეეხო საგარეო საქმეთა მინისტრის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაგეგმილ ოფიციალური ვიზიტის დეტალებს, ასევე, უახლოეს დღეებში ბაქოში დაგეგმილ საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მორიგი, მე-10 სხდომის გამართვის საკითხს.

„მხარეებმა კიდევ ერთხელ დადებითად შეაფასეს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფართო სპექტრი. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა წარმატებულ თანამშრომლობაზე სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ენერგეტიკულ სფეროებში.

შეხვედრაზე აღინიშნა რეგიონის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების მნიშვნელობა. მხარეებმა გამოხატეს მზაობა, კიდევ უფრო დინამიkური გახადონ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სამაგალითო სტრატეგიული თანამშრომლობა“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading