,,მიზანი არის ის, რომ მაქსიმალურად იყოს გამჟღავნებული და საზოგადოებისთვის ცნობილი ის დანაშაულები, რომლებიც 2003-2009 წლებში იყო ჩადენილი”-გელა ნიკოლეიშვილი
„მიზანი არის ის, რომ მაქსიმალურად იყოს გამჟღავნებული და საზოგადოებისთვის ცნობილი ის დანაშაულები, რომლებიც 2003-2009 წლებში იყო ჩადენილი. იქნება ეს კერძო საკუთრების წინააღმდეგ, კონკრეტული პიროვნებების წინააღმდეგ, თუ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, რომლის კულმინაციაც იყო საქართველოს 20%-ის ოკუპაცია. ამის შემდეგ, როდესაც არ აგეს ამ ადამიანებმა პასუხი, განაწილდნენ სხვადასხვა პარტიაში და დღესაც ცდილობენ რეალურად ზიანი მიაყენონ ქვეყანას, ადამიანების ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობა გაუარესდეს და მათ მიაჩნიათ, რომ მერე ეს ადამიანები მათ გვერდით დაუდგებიან, რომ ხელისუფლება დაამხონ. ის კი არა, რომ ქვეყნისთვის რამე მოითხოვონ, პირიქით, ისინი ითხოვენ დასავლეთისგან, რომ მაქსიმალურად იზოლაციაში მოაქციონ ეს ქვეყანა და დაეხმარონ ქვეყნის ჩამოშლაში და მერე ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა, მერე ჩვენ მოვალთ და ჩვენ ავაშენებთ ამასო. აი, ამ ყველაფრის ლუსტრირებაა საჭირო და ამ ყველაფრის დოკუმენტურად გარეთ გამოტანა და გამოძიება.”-ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გელა ნიკოლაიშვილმა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაზე განაცხადა.