საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, როლანდ ბერიძემ (რეზიდენციით ქ. პრეტორია), რწმუნებათა სიგელები გადასცა მავრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტს დარამბეერ გოკოოლს

ცერემონიალის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგში არსებულ საკითხებზე, აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული კავშირები დაფუძნებულია საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემაზე. აღინიშნა, რომ პოლიტიკური მიმართულებით პარტნიორობასთან ერთად, არსებობს საქართველოსა და მავრიკის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური, ხალხთაშორისო, ტურიზმის სფეროში კავშირების განვითარებისა და საქართველოში სხვადასხვა სფეროში განხორციელებული წარმატებული რეფორმების მხრივ გამოცდილების გაზიარების პოტენციალი.

პრეზიდენტმა გოკოოლმა აღნიშნა, რომ მავრიკის რესპუბლიკა მოწადინებულია გააღრმავოს ურთიერთობები საქართველოსთან. მისივე თქმით, მავრიკის რესპუბლიკა არის და მომავალშიც დარჩება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევ მხარდამჭერად.

ცერემონიას ესწრებოდა , მავრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საპატიო კონსული უდეი გუჯადური.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading