გარდაბნის მუნიციპალიტეტში, „უფროსი თაობის სოციალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში არსებულ, დღის ცენტრის ბენეფიციარებს, გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით თექის მასტერკლასი ჩაუტარდათ
ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ხალხური რეწვის შემსწავლელი წრის პედაგოგმა – ნათია ნიჟარაძემ ისაუბრა თემაზე, თუ როგორ შეიძლება შეიქმნას ხელოვნების ნიმუში თექით და რა საფეხურები უნდა გაიაროს თექამ საბოლოო ნიმუშამდე.
ქალბატონები დიდი ინტერესით უსმენდნენ და აკვირდებოდნენ პედაგოგს, თავადაც ჩაერთვენ აქტივობაში და საკუთარი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.




