საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა (რეზიდენციით ქალაქი მეხიკო) ზაზა გაბუნიამ, რწმუნებათა სიგელები გადასცა გვატემალის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ბერნარდო არევალოს, რა დროსაც გაიმართა შეხვედრა პრეზიდენტთან

ელჩმა პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის, როგორც ორმხრივ ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგზე, მაღალი დონის ორმხრივ ვიზიტებზე.

პრეზიდენტმა კმაყოფილებით აღნიშნა ქვეყნებს შორის ურთიერთობების მზარდი დინამიკა და მზადყოფნა გამოთქვა ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისათვის.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading