საქართველოს პროკურატურ – ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობის ორგანიზების საქმე გახსნილია

საქართველოს პროკურატურის ცნობით, ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების სისხლის სამართლის საქმე გაიხსნა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ძმებმა გურამ და დავით კაკულიებმა, ე.წ. „კანონიერი ქურდის“ გია კვარაცხელიაზე შურისძიებისა და კრიმინალურ სამყაროში ავტორიტეტის გამყარების მიზნით, ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობა განიზრახეს. მათ ეს განზრახვა მეგობარ ბესარიონ ჟვანიას გაანდეს, რომელმაც დანაშაულის განხორციელებისთვის ალეკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს დაუკავშირდა, რომლებმაც დანაშაულში მონაწილეობაზე დათანხმდნენ.

საქართველოს პროკურატურა გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე და 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარუდგენს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც ცნობილია, ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე უკვე მსჯავრდებულები არიან ჯგუფურად განზრახ მკვლელობის და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, სასჯელის სახედ და ზომად მათ 17 და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ შეფარდებული.

გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading