საქართველოდან უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე გააძევეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო-ს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეებში უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.
კომპლექსური ღონისძიებების შედეგად ქვეყნიდან გაძევებულნი არიან თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, ბელორუსის, ეგვიპტის, ერაყის, ნიგერიის, კუბის, სომხეთის, დიდი ბრიტანეთის, ირანის, მოლდოვას, სუდანის, უზბეკეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და ჩინეთის მოქალაქეები.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს საქართველოში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.