ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი ზამურ ჭითანავას ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბოლნისის თეატრის გამორჩეული მსახიობის, ლადო კენჭოშვილის გარდაცვალების გამო
,,ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბოლნისის თეატრის გამორჩეული მსახიობის, ლადო კენჭოშვილის, გარდაცვალების გამო.
ბატონმა ლადომ არაერთი დასამახსოვრებელი როლი შექმნა. მისი პროფესიონალიზმითა და სცენური ოსტატობით იგი რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ღირსეულად წარმოაჩენდა ქართულ თეატრალურ ხელოვნებას.
ლადო კენჭოშვილის ღვაწლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბოლნისის თეატრის განვითარების საქმეში.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სახელით ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და მთელ თეატრალურ საზოგადოებას.
ბატონი ლადოს გარდაცვალება დიდი დანაკლისია როგორც ოჯახისთვის, ასევე ჩვენი ქალაქისთვის.”-ნათქვამია სამძიმრის წერილში რომელსაც,ბოლნისის მერი ზამურ ჭითანავა აქვეყნებს.