საქართველოს პირველი ლედი ვაშინგტონში საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი ვაშინგტონში „ქალთა ჯანმრთელობის ინსტიტუტის“ პრეზიდენტს ვალერი ჰაბერს, „ოჯახების მსოფლიო კონგრესის“ პრეზიდენტს ბრაიან ს. ბრაუნს და მათ დელეგაციას შეხვდა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აშშ-ში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი და პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი.

მხარეებმა ქალთა ჯანმრთელობისა და ოჯახური ღირებულებების მნიშვნელობაზე იმსჯელეს. პირველმა ლედიმ ყურადღება გაამახვილა ქართულ კულტურაში ოჯახის განსაკუთრებულ როლზე.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading