საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს ვულოცავ დაბადების დღეს!
ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ურთულეს ეპოქაში გვყავს ეკლესიის მშვიდი და ბრძენი მმართველი, რომლის ლოცვა და კურთხევა თან გვიძღვის ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისა და გამთლიანების გზაზე.
ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს დღეგრძელობას ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ!“, – წერსპარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.